logo_geo
სოფო ნიჟარაძე ფეხმძიმედ არის? - „გოგოს ველოდებით, ჯულიეტა უნდა დავარქვათ“
- +

20 ნოემბერი. 2018. 21:35

 

„რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემაში „შუადღე“ მხოლოდ ქართულზე სასაუბროდ გიორგი გაბუნია და თიკა ფაცაცია მიიწვიეს. წამყვანის შეკითხვას, თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი ჟიურის შემადგენლობაში, გიორგი გაბუნიამ ყველასათვის მოულოდნელი პასუხი გასცა - არ ვიცით იქნება თუ არა სოფო ნიჟარაძე პროექტშიო, ვინაიდან ის ფეხმძიმედ არის და აქვე დასძინა, რომ მამა თვითონ არაა. ისეთი დამაჯერებელი იყო „რუსთავი 2“-ის წამყვანი თავის განცხადებაში, ამბის გადასამოწმებლად სოფოს დავუკავშირდით.

 

- სოფო, გიორგი გაბუნიამ დღეს „შუადღის“ ეთერში თქვენი ფეხმძიმობის ამბავი გაახმაურა...

 

- ბატონო?

 

- პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ფეხმძიმედ ხართ და ამიტომ არ იცის, იქნებით თუ არა ლაივებზე ჟიურის წევრი...

 

- კი, კი, ფეხმძიმედ ვარ მისგან, პატარა ჯულიეტას ველოდები...

 

- არა, მამობა იქვე უარყო გიორგიმ.

 

- ააა, უარყო? არის! ეგ არის მამა! გოგოს ველოდებით, ჯულეტა უნდა დავარქვათ... არ არის ნორმალური რაა!. რას გადამეკიდა, რა უნდა?!

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი