logo_geo
ბოლივუდელი ლამაზმანის, პრიანკა ჩოპრას და ნიკ ჯონასის ქორწილი
- +

5 დეკემბერი. 2018. 03:14

 

მომღერალი, მსახიობი, ფოტომოდელი და „მის მსოფლიოს“ ტიტულის მფლობელი პრიანკა ჩოპრა გათხოვდა. უმშვენიერესმა ინდოელმა ქალბატონმა არჩევანი მომღერალ ნიკ ჯონასზე შეაჩერა, რომელიც ალბათ მუსიკალურ ჯგუფ jonas brothers-იდანაც გემახსოვრებათ. სამომავლოდ ნიკმა სოლო - კარიერაში მოიპოვა დიდი წარმატება.

 

პრიანკა ჩოპრას ქორწილი მათ რომანზე ტაბლოიდები 2018 წლის ივნისიდან ალაპარაკდნენ. ორ თვეში კი წყვილი მუმბაიში დაინიშნა. პრიანკა 36 წლისაა, ნიკი კი მასზე 10 წლით უმცროსია.

 

 

 

 

 

 

 

Instagram-ზე პრიანკას მისამართით ასეთ კომენტარსაც იხილავდით: „ეს ბიჭი შენი შვილია?“.. ამის მიუხედავად მათ არაერთი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ნიკი და პრიანკა ერთმანეთს ძალიან უხდებიან და ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

 

 

 

 

 

 

ნიკ ჯონასი მომღერლობას და მსახიობობას ამჟამად პროდიუსერობასაც მშვენივრად უთავსებს. მან პრიანკას წარმომავლობა გაითვალისწინა, ამიტომ ინდოეთში, კერძოდ კი ჯოდხპურში, ყოველგვარი ადათ-წესის დაცვით დაქორწინდნენ. აღსანიშნავია, რომ ნიკი ნიშნობის შემდეგაც ხშირად ატარებდა  ინდური ტრადიციული ელემენტებით გაფორმებულ სამოსს.

 

 

 

 


 

 

 

ქორწილი თანამედროვე და მრავალფეროვანი იყო. რა თქმა უნდა, ნიკმა და მისმა ძმებმაც იმღერეს და ცეკვაც შესანიშნავად გამოუვიდათ. ძმები ჯონასები სრული შემადგენლობით იმყოფებოდნენ.

 

როგორც ამბობენ, წვეულებაზე ინდოეთის პრემიერ-მინისტრიც ესტუმრათ. ცეკვის, მშვენიერი გარემოს და ფერადი ფერების ფონზე ცერემონია ნამდვილად ზღაპრული გამოვიდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი