logo_geo
მის სამყარო 2018 წარმოშობით ფილიპინელი კატრიონა გრეი გახდა
- +

17 დეკემბერი. 2018. 10:39

 

 

მის სამყარო 2018 წარმოშობით ფილიპინელი კატრიონა გრეი გახდა. მან კონკურსში გამარჯვება 93 კონკურენტს შორის შეძლო.

 

24 წლის კატრიონა გრეი ტელეწამყვანია. ის ავსტრალიაში დაიბადა, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ მანილაში გადავიდა საცხოვრებლად.

 

კატრიონა გრეი ერთ-ერთ საბრძოლო ხელოვნებაში შავ ქამარს ფლობს. ასევე არის ჯაზ-მომღერალი.

 

ტაილანდის დედაქალაქში გამართულ მის სამყაროს კონკურსში მეორე ადგილი ვენესუელის, ხოლო მესამე რუსეთის წარმომადგენელმა დაიკავა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი