logo_geo
ნანი ბრეგვაძე: ვგრძნობ, ღმერთი მწყალობს
- +

20 იანვარი. 2017. 17:29



„ჩემთვის უცნობმა პიროვნებამ, ერთი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე 300-400 ცალი ულამაზესი ვარდი გამომიგზავნა", - ამის შესახებ მომრერალმა ნანი ბრეგვაძემ ჟურნალ „გზასთან" განაცხადა.


მომღერალმა ხაზი მისთვის საყვარელ სხვადასხვა საქმიანობას გაუსვა, გაამხილა ფორმაში ყოფნის საიდუმლოც. როგორც ნანი ბრეგვაძემ აღნიშნა, დიეტის მოყვარული არ არის.


„რაც თავი მახსოვს, სულ ვმღერი და ვუკრავ. სკოლაში უჩემოდ არც ერთი ღონისძიება არ ტარდებოდა. სცენაზე ხან აკორდეონით ვიდექი, ხან - გიტარით. ბევრჯერ შემოუთავაზებიათ საზღვარგარეთ დარჩენა, მაგრამ ამის სურვილი არასოდეს გამჩენია.

 

თავს უფლებას არ ვაძლევ, მოვდუნდე. ვცდილობ, ყოველთვის ფორმაში ვიყო, მაგრამ დიეტა არასოდეს დამიცავს. ერთ დროს იოგით ვიყავი გატაცებული... მორწმუნე ვარ, ღმერთის მაშინაც მწამდა, როცა ეკლესიაში სიარული აკრძალული იყო. ვგრძნობ ღმერთი მწყალობს.

 

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაცმას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. სცენა სულ სხვაა, სცენა ჩემი სახეა და ვალდებული ვარ ნორმალურად ჩავიცვა. კერვა არ მეხერხება, ამიტომ სასცენო ტანსაცმელს ვყდულობ, უფრო ხშირად - ვაკერინებ.

 

სახლში ფუსფუსი მიყვარს. სადილებს არ ვამზადებ, მაგრამ ჭურჭელს და ქვაბებს ხალისით ვრეცხავ. სულ მინდა, შინ ვიყო. ჰობი არ მაქვს, ჩემი ჰობიც კი სიმღერაა. ბუნებით წყნარი და უზომოდ მომთმენი ვარ. გურმანი არ გახლავართ და არც ტკბილეული მიყვარს.

 

ძალიან მიყვარს ვარდები. ბევრი ვარდი ერთად - ლამაზი შესახედია. ცხოვრებაში მქონდა ისეთი ეპიზოდი, როცა ჩემთვის უცნობმა პიროვნებამ ერთი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე 300-400 ცალი ულამაზედი ვარდი გამომიგზავნა. ვფიქრობ, ეს იმ დღეებში ხდებოდა, როცა ქუჩაში დამინახავდა. ბოლოს გავიგე, ვინც იყო. შეიძლება, იქიდან გამომყვა ვარდების ასეთი სიყვარული. მინდვრის ყვავილებიც ძალიან ლამაზია", - განაცხადა ნანი ბრეგვაძემ.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი