ბრიტანეთის პრინცი ჰარის მეუღლეზე მორიგი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა. დასავლური მედიის თანახმად, გაჟონა ელექტრონული ფოსტით გაგზავნილმა წერილებმა, საიდანაც ირკვევა, რომ მეგან მარკლმა თავის პირველ ქორწილში 200 სტუმარს მარიხუანა დაურიგა.
მიმოწერებში მეგან მარკლი საუბრობს პატარა ზომის ქაღალდის პაკეტებზე, რომლებშიც მოსაწევს მოათავსებდა და სტუმრებს საჩუქრად გადასცემდა.
ეს ფაქტი თავად მეგანის მამამ 1 თვის წინაც გააჟღერა, თუმცა ამჯერად ისიც გაირკვა, რომ არალეგალური მარიხუანას გავრცელებაში თავად ჰერცოგინიაც იღებდა მონაწილეობას.
საუბარია მეგან მარკლის პირველ ქორწილზე, რომელიც 2011 წელს, იამაიკაზე გაიმართა. მაშინ მსახიობმა თავის პირველ მეუღლეზე, ტრევორ ენგელსონზე იქორწინა.