logo_geo
კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებლის ცოლი განქორწინების შემდეგ სავარაუდოდ 69 მილიარდ დოლარს მიიღებს
- +

10 იანვარი. 2019. 10:50

 

კომპანია „ამაზონი“ დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსის მეუღლე გაშორების შემდეგ სავარაუდოდ 69 მილიარდ დოლარს მიიღებს. ასეთ შემთხვევაში მაკენზი ბეზოსი მსოფლიოში უმდიდრესი ქალი გახდება. ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

 

აღნიშნული სააგენტო ჯეფ ბეზოსის ქონებას 137 მილიარდ დოლარად აფასებს. „ფორბსის“ ცნობით, კი „ამაზონის“ აღმასრულებელი დირექტორი 150 მილიარდ დოლარს ფლობს.

 

განქორწინების შემდეგ არც ერთ მათგანს ქონების გაყოფასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, თუ მხარეებს სხვა შეთანხმება არ აქვთ გაფორმებული, მაშინ წყვილი ქონებას უბრალოდ ორად გაიყოფს. ეს კი ნიშნავს, რომ მაკენზი 69 მილიარდ დოლარს მიიღებს.

 

Bloomberg-ი იმასაც წერს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქმართან დაშორების შემდეგ მაკენზი, ჯეფ ბეზოსის ქონების 1%-ს მიიღებს, ის მაინც მოხვდება მსოფლიოში უმდიდრესი ქალების ნუსხაში.

 

შეგახსენებთ, რომ „ამაზონის“ დამფუძნებელმა და მისმა მეუღლემ დაშორების შესახებ ოფიციალურად გუშინ განაცხადეს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი