logo_geo
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქეით მიდლტონის დაბადების დღეზე არ მივიდნენ
- +

13 იანვარი. 2019. 20:58

 

 

9 იანვარს ქეით მიდლტონი 37 წლის გახდა. მისი დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე პრინცი ჰარი და მისი მეუღლე, მეგან მარკლი არ იყვნენ. უცნობია, მათ ამ ღონისძიებაზე დასწრება არ ისურვეს, თუ მოსაწვევი არ მიუღიათ. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

 

ქეით მიდლტონის დაბადების დღე ქალაქგარეთ, ნორფოლკის სახლში, ვიწრო წრეში აღინიშნა.

 

მანამდე ცნობილი იყო, რომ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი არ იყვნენ შეკრებაზე, სადაც ჰარი და მეგანიც უნდა მისულიყვნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ წყვილი კენსინგტონიდან, სადაც ძმებს ოჯახებით გვერდიგვერდ უწევთ ცხოვრება, უინძორის სასახლეში აპირებს საცხოვრებლად გადასვლას.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი