logo_geo
„გინდოდათ ლამაზი და განათლებული მისი? - მიიღეთ!“ - ნანუკა გოგიჩაიშვილი საზოგადოების კრიტიკას ეხმაურება
- +

15 იანვარი. 2019. 20:57

 

 

„მის საქართველო 2018“-ის გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება. მართალია, ამ სილამაზის კონკურსს ყოველ წელიწადს ახლავს სკანდალები და საზოგადოების უკმაყოფილება, მაგრამ წლევანდელი კონკურსი და მისი გამარჯვებული, კრიტიკის ნამდვილ ქარ-ცეცხლში გაატარეს.

 

„მის საქართველო 2018" რამდენიმე დღის წინ, არაპომპეზურად „რუსთავი 2“-ის პავილიონში ჩატარდა.

 

წელს ულამაზესი გოგონას ტიტული ნინი გოგიჩაიშვილმა მოიპოვა. ის გოგიჩაიშვილების ოჯახში მეორე „მის საქართველოა“, რომელსაც საზოგადოება პლასტიკური ოპერაციების გამო აკრიტიკებს.

 

დის და სილამაზის კონკურსის შესახებ, სოციალურ ქსელში, პოსტი დაწერა ნინის უფროსმა დამ, ტელეწამყვანმა და მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა.

 

„-ვულოცავ საქართველოს ახალ მისს. ჩვენ აქამდეც გააზრებული გვქონდა მონაწილეობას, ან ყველაზე კარგ შემთხვევაში გამარჯვებას, რა თანმხლები ეტაპები მოყვება. ასე რომ, გინდოდათ ლამაზი და განათლებული მისი?- მიიღეთ.

 

პს. გერმანული, ინგლისური, რუსული, იტალიური. (ამჟამად სწავლის პროცესში.)

 

იყოს ეს მცირე ინფორმაციაც აქ.“

წყარო : wyaro
big_banner
არქივი