logo_geo
ადრიანა ლიმა შეყვარებულს დაშორდა!
- +

23 იანვარი. 2019. 20:27

 

 

ბრაზილიელი სუპერმოდელი ადრიანა ლიმა ისევ თავისუფალია!ამ დრომდე მისი შეყვარებული თურქი მწერალი - მეტინ ჰარა იყო, რომელსაც წელიწადნახევრის განმავლობაში ხვდებოდა. 2019 წლის 21 იანვარს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია რომ ისინი დაშორდნენ.

 

37 წლის მოდელი პირველად მის ამჟამად უკვე ყოფილ მეორე ნახევართან ერთად 2017 წლის ივლისში, ბოდრუმში შეამჩნიეს. თუმცაღა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ წყვილის ურთიერთობა ყველასათვის უცნობი იყო, ადრიანამ მათი პირველი ერთობლივი ფოტო ატვირთა ინსტაგრამზე.

 

ურთიერთობის მანძილზე ჰარას სოციალურ ქსელში ადრიანასთან ერთად გადაღებულ არა ერთ ინტიმურ ფოტოს აქვეყნებდა,ერთი წლის თავზე კი, ჰარამ ადრიანას ფოტო ატვირთა, რომელსაც ძალიან თბილი და გულისამაჩუყებელი კომენტარი დაურთო.

 

“If you’re in your bed and I am in mine, one of us is in the wrong place... “ - წერს მეტინ ჰარა.

 

დეკემბრის დასაწყისში ადრიანამ საეჭვო პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის წერს, რომ კაცი უნდა იყოს ქალის პარტნიორი და არა პროექტი. მან ეს პოსტი მალევე წაშალა და მასთან ერთად ჰარასთან ერთად გადაღებული ფოტოებიც აიღო გვერდიდან.

 

36 წლის მწერალმა, მისი და ადრიანას ბოლო ერთობლივი ფოტო ოქტომბერში ატვირთა.

 

ინტერნეტსივრცეში არა ერთხელ გავრცელდა ჭორები მათი დაშორების შესახებ. ასევე ადრიანას აბრალებდნენ ფლირტს გერმანელ ფეხბურთელთან - ლორის კარიუსთან, რასაც მოდელმა გარკვევით უპასუხა სოციალური ქსელის მეშვეობით: „ყალბი თურქული მედია, რომელიც ავრცელებს რომ მე ვეპრანჭები ისეთ ხალხს,რომელსაც არასოდეს შევხვედრივარ.... გთხოვთ ნუ ავრცელებთ ყალბ ინფორმაციას!! საკმარისია!!!“ - წერს ადრიანა. მიუხედავად მსგასვი შემთხვევებისა, წყვილის დაშორების მიზეზი ჯერჯერობით საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

 

შეგახსენებთ, რომ ადრიანა 2009 წლიდან 2014 წლამდე სერბი კალათბურთელის მეუღლე იყო. ადრიანას მისგან 2 ქალიშვილი - 9 წლის ვალენტინა და 6 წლის სიენა ჰყავს.

 

მეუღლესთან დაშორების შემდეგ კი მას ერთწლიანი ურთიერთობა ჰქონდა ამერიკელ ფეხბურთელ - ჯო თომასთან.

 

მეტინ ჰარას გაცნობამდე კი Victoria Secret-ის ყოფილი მოდელი ამერიკელ ბეისბოლის მოთამაშესთან მეტ ჰარვისთან ერთად 2017 წლის მარტში შეამჩნიეს. თუმცა მათ ურთიერთობას, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გაგრძელება არ მოჰყოლია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი