logo_geo
ქეთა თოფურია, „გუფის“ ყოფილ ცოლთან ერთად, კუნძულ ბალიზე ისვენებს
- +

29 იანვარი. 2019. 14:55

 

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეთა თოფურია და „გუფი“ ერთმანეთს დაშორდნენ. მიზეზი, „გუფის“ ახალი შეყვარებული, 18 წლის იანა შევცოვა გახდა. 

 

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რეპერმა „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა:

 

„ქეთას მე იანას გამო არ დავშორებულვარ, ქეთა მთელი ცხოვრება მეყვარება. იმდენად აღშფოთებული ვიყავი იანას განცხადებით, რომ აღარ ვფიქრობდი, ვინ რას ამბობდა. დროულად მომიყვანეს გონზე ჩემმა უფროსმა მეგობრებმა. უბრალოდ, თუ მე ამ „ცრუ ინფორმაციებს“ არ მივაქცევ სათანადო ყურადღებას, იანა ამ ამბავს სათავისოდ გამოიყენებს“, - ამბობს „გუფი“.

 

რამდენიმე ხნის შემდეგ კი, „გუფმა“ ქეთას სიმღერები პირდაპირ ეთერში ჩართო და განაცხადა, რომ მას აქვს ქეთას კულონი, ინიციალებით, რომელიც მომღერალს დარჩა და რომ მის დაბრუნებას არ აპირებს.

 

„სანამ ახალ სიყვარულს არ შევხვდები, მანამდე ვატარებ ამ კულონს. ეს ქეთის დარჩა ჩემთან სახლში და არასოდეს არ დავუბრუნებ“, - ამბობს „გუფი“.

 

ცნობილია, რომ ქეთა თოფურია, ქალიშვილთან, ოლივიასთან ერთად, რამდენიმე ხნის წინ კუნძულ ბალიზე გაემგზავრა დასასვენებლად, სადაც სავარაუდოდ, შემთხვევით შეხვდა „გუფის“ ყოფილ ცოლს, აიზა ანოხინს, რომელიც როგორც ცნობილია, წელიწადში რამდენიმე თვეს ბალიზე ატარებს. ქეთა და აიზა მეგობრები არასოდეს არ ყოფილან, მაგრამ როგორც ჩანს, „გუფისთან“ კონფლიქტის შემდეგ, გოგონები სავარაუდოდ დამეგობრდნენ.

 

რამდენიმე დღის წინ აიზამ „ინსტაგრამზე“ ქეთასთან და ბავშვებთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა. თაყვანისმცემლები კომენტარებში ხუმრობით წერენ, რომ არ არის გამორიცხული, რომ ფოტო თავად „გუფმა“ ატვირთა.

 

სანდო წყაროს ინფორმაციით, გოგოებმა ერთმანეთს ბავშვებიც გააცნეს და ძალიან მეგობრულად გაატარეს დრო.

 

შეგახსენებთ, რომ აიზა ანოხინი-დოლმატოვი და „გუფი“ 2008 წელს დაქორწინდნენ და ვაჟიშვილი, სემი შეეძინათ. 2014 წელს კი, ერთმანეთს დაშორდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი