logo_geo
გუფის ყოფილი ქალები ქეთა თოფურია და აიზა ანოხინა ბალის კუნძულებზე ერთად ისვენებენ
- +

30 იანვარი. 2019. 22:04

 

32 წლის მომღერალი, ქეთა თოფურია ახალი წლის არდადეგების დადგომისთანავე დასასვენებლად გაემგზავრა. ქეთამ დასასვენებლად ბალის კუნძულები აირჩია.

 

მასთან ერთად ზღაპრულ კუნძულზე მისი ბავშვობის მეგობრები და ქალიშვილი ოლივია გეიხმანი ისვენებენ.

 

ქეთას პატარა ოლივია მილიონერი ლევ გეიხმანისგან ჰყავს. მას რამდენიმე წლის წინ დაშორდა.

 

ქეთა ყველგან ქალიშვილთან ერთად დადის და გოგონა ხშირად დედის რეპეტიციებსაც ესწრება.

 

მომღერალი ბალის კუნძულებზე დროს კარგად ატარებს, იღებს მზის აბაზანებს, დაკავებულია იოგით და ა.შ.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ის სანაპიროზე, მისი ყოფილი შეყვარებულის, რეპერ გუფის ყოფილ ცოლს აიზას შეხვდა.

 

აიზა მზიან კურორტზე შვილთან ერთად ისვენებს. ქეთას და აიზას ერთობლივი ფოტო, სოციალურ ქსელში, რეპერის ყოფილმა ცოლმა გამოაქვეყნა. 

 

ბიუთი-ბლოგერი აიზა გუფის რამდენიმე წლის წინ დაშორდა. მაშინ როცა ქეთას და გუფის რომანის შესახებ გაჩნდა ინფორმაცია, ბუნებრივია, ჟურნალისტები აიზას პოზიციითაც დაინტერესდნენ.

 

რეპერის ექს-ცოლმა თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ ის ქეთას არ იცნობს, თუმცა, მოხარული იქნება თუ გუფის გვერდით მოსიყვარულე და მზრუნველ ქალს ნახავს.

 

ქეთა მოსიყვარულე ნამდვილად იყო და გუფის ზრუნავასაც არ აკლებდა. მან შეყვარებულს ისრაელშიც კი ჩააკითხა, სადაც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეპერი წამალდამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობდა.

 

ქეთამ და გუფიმ მოგვიანებით ერთმანეთს შვილებიც გააცნეს. მაშინ როცა მთელი ქვეყანა წყვილის დაქორწინების მოლოდინში იყო, მოულოდნელად, ცნობილი გახდა, რომ ისინი დაშორდნენ.

 

საყვარელ მამაკაცთან დაშორება პირველად ქეთამ დაადასტურა. თუმცა, მიზეზებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

 

გუფის და ქეთას დაშორების მიზეზად, 18 წლის ეკატერინბურგელი იანა დასახელდა. ის გუფიმ უკვე მიატოვა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი