logo_geo
„ახლა არ თქვა, მეც მაპატიაო“ – „ჩცდ“–ს სასიყვარულო სამკუთხედი ერთ ფოტოში
- +

31 იანვარი. 2019. 20:02

 

"ჩემი ცოლის დაქალების" სასიყვარულო სამკუთხედი, ზაზა, ქეთი და აჩიკო – გიორგი ბოჭორიშვილი, სალომე შარვაძე და სოსო ხვედელიძე, უკვე მერამდენე კვირაა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან.

 

რასაკვირველია, იმ ადამიანების, ვინც სერიალს აქტიურად ადევნებს თვალყურს და აინტერესებს, შეურიგდება თუ არა აჩიკოსთან ღალატის შემდეგ ზაზა მეუღლეს, ქეთის.

 

 

სოსო ხვედელიძემ ახლახან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის გიორგისა და ქეთისთან ერთად არის გადაღებული. მსახიობმა ფოტოს ასეთი წარწერა გაუკეთა: "დავლაგდით!.."

 

 

ფოტომ, რასაკვირველია, უამრავი კომენტარი გამოიწვია.

 

 

გთავაზობთ ტოპკომენტარებს:

 

 

„თქვენ ვინღა შეგარიგათ?“

 

 

"გადარჩენისა იყოს. მე კი გადამაყოლა ხვედელიძეზე ფიქრმა"

 

 

"თქვენ კი დალაგდით, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, იმის შემდეგ წნევა ვერ დავიგდე"

 

 

"ჩიკამ მოაყომარა?!"

 

 

"ვინმე სადმე არ ჩაგისაფრდეთ, მეშინია"

 

 

"სამივე შერიგდით"

 

 

"ახლა არ თქვა, მეც მაპატიაო"

 

 

"ხევისბერმა შეგარიგათ?"

 

 

"თქვენ ხო ნერვები დამაგლიჯეთ"

 

 

"ქედს ვიხრი თქვენი ნიჭიერების წინაშე".

წყარო : wyaro
big_banner
არქივი