logo_geo
ქენდალ ჯენერი ქართველი დიზაინერის აქსესუარით გამოჩნდა!
- +

1 თებერვალი. 2019. 00:03

 

ქართველი დიზაინერების ნამუშევრები უკვე არაერთმა ცნობილმა სახემ მოირგო მთელს მსოფლიოში. ამჯერად ცნობილი ამერიკელი მოდელი ქენდალ ჯენერი ლოს-ანჯელესში Los Angeles Lakers-ისა და Philadelphia 76ers-ის თამაშზე გამოჩნდა. მან თეთრი მაისური, შავი ტყავის შარვალი, მაღალქუსლიანი გამჭირვალე ფეხსაცმელი და ქართული წარმოების საყურე შეუხამა ერთმანეთს.

 

საყურე ქართული ბრენდის, NatiaxLako-ს პროდუქტია, რომლის დამფუძნებლებიც ნათია ხუციშვილი და ლაკო ბუკია არიან. OK-სთან საუბარში დიზაინერებმა განაცხადეს, რომ ქენადლს სტილისტმა რამდენიმე დიზაინერის აქსესუარი შესთავაზა, მან კი სწორედ NatiaxLako-ს საყურე ააარჩია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი