ქართველი დიზაინერების ნამუშევრები უკვე არაერთმა ცნობილმა სახემ მოირგო მთელს მსოფლიოში. ამჯერად ცნობილი ამერიკელი მოდელი ქენდალ ჯენერი ლოს-ანჯელესში Los Angeles Lakers-ისა და Philadelphia 76ers-ის თამაშზე გამოჩნდა. მან თეთრი მაისური, შავი ტყავის შარვალი, მაღალქუსლიანი გამჭირვალე ფეხსაცმელი და ქართული წარმოების საყურე შეუხამა ერთმანეთს.
საყურე ქართული ბრენდის, NatiaxLako-ს პროდუქტია, რომლის დამფუძნებლებიც ნათია ხუციშვილი და ლაკო ბუკია არიან. OK-სთან საუბარში დიზაინერებმა განაცხადეს, რომ ქენადლს სტილისტმა რამდენიმე დიზაინერის აქსესუარი შესთავაზა, მან კი სწორედ NatiaxLako-ს საყურე ააარჩია.