logo_geo
ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი პაპარაცებმა ერთად შენიშნეს - შერიგდა თუ არა ყველასათვის საყვარელი წყვილი?
- +

1 თებერვალი. 2019. 00:08

 

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო შარლიზ ტერონისა და ბრედ პიტის ურთიერთობაზე საუბრობს, ცნობილი მსახიობი პაპარაცებმა მის ყოფილ მეუღლესთან ერთად შენიშნეს. ისინი 2016 წელს გაშორდნენ და მას შემდეგ ერთად აღარ უნახავთ.

 

ბრედი და ანჯელინა სამი საათის განმავლობაში ბევერლი-ჰილზში არსებულ ოფისში იმყოფებოდნენ თუმცა მათი შეხვედრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

 

 

ყოფილი ვარსკვლავური წყვილი კამერებს თავს არიდებდა, თუმცაღა პაპარაცებმა მაინც შეძლეს რამდენიმე კადრის გადაღება.

 

 

ბრედის ერთად შემჩნევა ავტომატურად მათ შერიგებასთან დააკავშირეს, თუმცაღა ამ ინფორმაციის მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს.

 

 

შეგახსენებთ, რომ წყვილი დაშორების შემდეგ ორი წლის მანძილზე  შვილების მეურვეობის საკითხზე დაობდა, 2018 წლის ბოლოს კი საბოლოო შეთანხმებამდე მივიდნენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი