logo_geo
ლეონარდო დიკაპრიო მარტინ სკორსეზეს გადაღებულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს
- +

15 თებერვალი. 2019. 02:14

 

მარტინ სკორსეზე და ლეონარდო დიკაპრიო ისევ ერთიანდებიან. მსახიობი ამჯერად სკორსეზეს მიერ გადაღებულ სერიალში „Devil in the White Cityმთავარ როლს შეასრულებს. პროექტი „Hulu“-ზე გავა.

 

სკორსეზეს ახალი სერიალი ერიკ ლარსონის წიგნის ადაპტაცია იქნება. როგორც ცნობილია, ლეონარდო ამ წიგნის მხატვრულ ფილმად ქცევის იდეით ჯერ კიდევ 2010 წელს დაინტერესდა, თუმცა მხოლოდ ახლა მიეცა საშუალება, იდეა სისრულეში მოეყვანა მარტინ სკორსეზესთან ერთად და თანაც სერიალის სახით.

ისტორია 1893 წელს ვითარდება და ორი მამაკაცის, დენიელ ბარნჰემისა და დოქტორ ეიჩ ჰოლმსის ამბავს გვიყვება. დენიელ ბერნჰემი ცნობილი ამერიკელი არქიტექტორია, ეიჩ ჰოლმსი კი - სერიული მკვლელი, რომელიც სპეციალურად აგებულ "მკვლელობის სასახლეში" ადამიანებს ანაწევრებს და სხეულის ნაწილებს სამედიცინო ინსტიტუტებზე ყიდის. ჯერჯერობით უცნობია, რომელ როლს შეასრულებს ლეონარდო.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება სერიალის გადაღებები.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი