logo_geo
ნუკი კოშკელშვილი: ბენიც ალაგებს, აუთოებს - ზუსტად იმავეს აკეთებს, რასაც მე
- +

28 იანვარი. 2017. 11:33




ამერიკელ დიასახლისად ქცეული ქართველი ტელესახე - ნუკი კოშკელიშვილი საქართველოს ესტუმრა, ჩამოსვლის მთავარი მიზეზი ქვეყნის, მეგობრების და ახლობლების მონატრებაა. ამერიკულ ცხოვრებაზე ნუკი ჟურნალ „გზას" ესაუბრა, მეზობლური ისტორიაც მოჰყვა და განაცხადა, რომ ბენი მისი საქართველოში ჩამოსვლის საკითხს გაგებით ეკიდება.


„სამწუხაროდ, ბენის რეჟიმის გამო, ხშირად ვერ ხერხდება, რომ ჩემთან ერთად წამოვიდეს - ძალიან ბევრს მუშაობს. ამიტომ საქართველოში ჩემი გამომგზავრების საკითხს გაგებით ეკიდება.

 

ახლა სადაც ვცხოვრობთ, ბენი იმ სახლში ჩემს ცოლად მოყვანამდე ცხოვრობდა და კარის მეზობელს დაოჯახებამდე იცნობდა. ის არაჩვეულებრივი მოხუცი ქალბატონია, რომელიც მარტო ცხოვრობს. ბენს წარამარა წერილებს უგზავნიდა და მადლობას უხდიდა, რადგან თავად ნაგავი ვერ გააქვს და ბენი ეხმარება. ერთხელაც, ეს ქალბატონი მადლობის სათქმელად რომ გამოვიდა, მე დავხვდი. ბენმა უთხრა, - ეს ჩემი მეუღლეაო. მას მერე, წერილებს ორივე - ჩემი და ბენის სახელზე ვიღებთ - ნაგავი მეც გამაქვს, ხელს გავაყოლებ ხოლმე", - განაცხადა ნუკი კოშკელიშვილმა.


როგორც ტელეწამყვანი ამბობს, დიასახლისად მოულოდნელად იქცა, თუმცა ამ აპლუასაც მშვენივრად ითავსებს.


„ხანდახან ამერიკელ დიასახლისად ვგრძნობ თავს, ხან „ქართველადაც", რადგან დიასახლისად, სახლის „მთავარ თავად" მოულოდნელად გადავიქეცი.

 

„ჯანსაღად მეოჯახე" ვარ. დილას 6 საათზე არ ვიღვიძებ და ერბოკვერცხს არ ვწვავ, ნამცხვრებს არ ვაცხობ. ყველაფერს ნორმის ფარგლებში ვაკეთებ. სადილს მარტო მე არ ვამზადებ. მიუხედავად იმისა, რომ ბენი მთელი დღე მუშაობს, ისიც ამზადებს, თუკი მაგალითად, მე დამეზარა. ისე არ ხდება, რომ სტანდარტულად, მე კერძებს ვამზადებდე, ქმარს სახლში ფული შემოჰქონდეს. ბენიც ალაგებს, აუთოებს - ზუსტად იმავეს აკეთებს, რასაც მე", - აცხადებს კოშკელიშვილი. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი