logo_geo
ეკო ფანგანი: საკმაოდ ძლიერი ვარ და შემიძლია, ყველაფერი რაციონალურად მივიღო
- +

23 თებერვალი. 2019. 19:55

 

 

ვინ ეხმარება ეკო ფანგანს რთული პერიოდების გადალახვაში და არის თუ არა შოპინგი მისთვის თერაპია - ამასთან დაკავშირებით მოდელი და ტელეწამყვანი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„რთული პერიოდების გადალახვაში  საუკეთესო მეგობრები მეხმარებიან. პირადშიც და საქმეშიც ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ბევრი რამ გვაქვს გამოვლილი, მთელი ცხოვრებაა ერთად მოვდივართ. ძალიან ემოციური, მგრძნობიარე ადამიანი ვარ, ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს. თუმცა, ამავე დროს ძლიერიც ვარ. შემიძლია, ყველაფერი რაციონალურად მივიღო, განვსაჯო და შემდეგ განვაგრძო ცხოვრება. შეიძლება რაღაცაზე ვინერვიულო, მაგრამ დეპრესიაში არ ჩავვარდები. მთავარია, ყველანი ჯანმრთელები ვიყოთ და მე არაფრის გამო არ მოვკვდები.

 

მიყვარს ნივთების შეძენა, მაგრამ ვიღაცები რომ ნევროზის გამო  ყიდულობენ რაღაცებს, ასეთი რამ არ მჭირს. მე არც შოპინგის მანიაკი ვარ და არც თერაპიად ვთვლი ამას. ჩემთვის სტრესისაგან გათავისუფლება  ნიშნავს სხვა გარემოს - მასაჟს, სპა-სალონს და ამგვარ რაღაცებს“,- აღნიშნავს ეკო ფანგანი.

 

                       

წყარო : wyaro
big_banner
არქივი