logo_geo
იმედა კახიანი: ჩემი მეუღლე „საბუდარელი ჭაბუკის“ სინჯებზე გავიცანი
- +

23 თებერვალი. 2019. 21:49

 

 

როდის გამოჩნდა პირველად კინოში იმედა კახიანი და სად გაიცნო მომავალი მეუღლე, ქალბატონი ფლორა - ამის შესახებ საქართველოს სახალხო არტისტი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც რეჟისორი შოთა მანაგაძე  „საბუდარელ ჭაბუკს“ იღებდა. თეატრალურში გვითხრეს, მთავარი გმირი, გოგიტა, უკვე არჩეულია, მისი თანატოლი ბიჭები გვჭირდება და ხვალ პირველკურსელები გასაუბრებაზე მოდითო. ყველანი წავედით. რეჟისორი გვესაუბრა. უცებ გვერდით მდგომს მიუბრუნდა და უთხრა, ამ ყმაწვილს გრიმი გაუკეთეთ და სასინჯი ფოტოები გადაუღეთო. რამდენიმე დღის შემდეგ შემატყობინეს, მთავარ როლზე დაგამტკიცეთო.

 

ჩემი მომავალი მეუღლე „საბუდარელი ჭაბუკის“ სინჯებზე გავიცანი. ციცინოს როლის სინჯებზე მთელი თბილისის ლამაზი გოგოები მოდიოდნენ. მეორე დღეს პლეხანოვზე შემხვდა და ისე ჩამიარა,  თითქოს ვერ მიცნო.  მე კი ისე მომეწონა, გადავწყვიტე, დავახლოვებოდი და შევძელი კიდეც, თან თავიც შევაყვარე...“- აღნიშნავს იმედა კახიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი