logo_geo
ცისანა სეფიაშვილი: ჩემი შვილის მეუღლე უფრო ჩემი „პადრუგაა“, ვიდრე რძალი
- +

24 თებერვალი. 2019. 03:13

 

 

როგორი ურთიერთობა აქვს რძალთან ცისანა სეფიაშვილს და წარმოედგინა თუ არა, რომ მრავალშვილიანი დედა გახდებოდა - ამასთან დაკავშირებით ცნობილი მომღერალი ჟურნალ „თბილისელებისათვის“ინტერვიუში საუბრობს.

 

„რძალს რაც შეეხება, მართლა ვერ ვხვდები, ვინაა (იცინის.) ჩემი შვილის ცოლი უფრო ჩემი „პადრუგაა“, ვიდრე რძალი. თავადაც ხუმრობს ნახეთ, რა „ვიდზეა“ ჩემი დედამთილიო. სესილი ციის მეძახის. დიზაინერია და თავისი შექმნილი სამოსითა და საჩუქრებით ხშირად მანებივრებს. ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს და ამას წინათ მომწერა: ჩემო დედამთილუშკა, ახალ კოლექციაზე ვმუშაობ და საგაზაფხულოდ გარდერობის გადახალისება მოგიწევს, უნდა გამოგპრანჭოო. მის გემოვნებას თვალდახუჭული ვენდობი.

 

მე ოთხი შვილის დედა ვარ - ორი ბიჭის და ორი გოგოსი. ეს ვერ წარმომედგინა, მაგრამ ასე მოხდა და დღეს ღმერთის მადლობელი ვარ, ისინი რომ მყვანან. ჩემთვის შვილები ღმერთის საჩუქარია, ჩემი პოზიტივი და ბედნიერება.. ბოლო ერთი წელია, რაც მეორე ოჯახი დამენგრა. საკმაოდ მძიმე პერიოდს გავდივარ დღესაც და ეს პერიოდი შვილებმა გადამატანინეს. უფროსი შვილი გიორგი 23 წლისაა და რომ ვუყურებ, ამხელა ბიჭია, გაორება მჭირს, ვფიქრობ, ჩემი ძმაა თუ შვილი. რჩევებსაც მაძლევს და გვერდითაც მიდგას, როგორც მეგობარი“,- აღნიშნავს ცისანა სეფიაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი