logo_geo
კევინ ჰარტს „დოლბის“ თეატრის წინ სირცხვილის ძეგლი დაუდგეს
- +

25 თებერვალი. 2019. 02:43

 

,,ოსკარის” რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონიას წელს წამყვანი არ ეყოლება.

ყველაფერი კი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „დოლბის“ თეატრის სცენიდან მაყურებელს კევინ ჰარტი მიესალმებოდა, თუმცა მოგვიანებით მან ცერემონიის წაყვანაზე უარი თქვა, მიზეზი კი მისი მისამართით გაჟღერებული კრიტიკა გახდა - ჰარტს წლების წინ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული ჰომოფობიური განცხადებები გაახსენეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჰარტმა ბოდიში მოიხადა, მის გულწრფელობაში ეჭვი ბევრს ეპარება და თვლიან, რომ მსახიობისა და კომიკოსის ბოდიში მოჩვენებითი იყო.

 

სწორედ ამიტომ, ოსკარის ცერემონიის დაწყებამდე ჰარტს „დოლბის“ თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. სირცხვილის ძეგლი დაუდგეს წარწერით მოჩვენებითი ბოდიში.

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ლოს-ანჯელესში, „დოლბის“ თეატრთან სირცხვილის ძეგლს დგამენ. მაგალითად, 2018 წელს ოსკარის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე თეატრის გვერდით ხალათში გამოწყობილი ჰარვი ვაინშტაინის ქანდაკება გამოჩნდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი