logo_geo
ოსკარი 2019: ყველაზე ცუდად ჩაცმულები
- +

5 მარტი. 2019. 02:51

 

ოსკარი 2019-ის ცერემონია რამდენიმე საათის წინ დასრულდა და ტრადიციულად, მოდის კრიტიკოსები, ყველაზე ცუდად ჩაცმულ ვარსკვლავებს ასახელებენ.

 

წლევანდელი „ოსკარის“ ცერემონიის წითელ ხალიჩაზე ვარდისფერი დომინირებდა, თუმცა წარუმატებლად.

 

“ვარდისფერი კატასტროფა“ უწოდეს სარა პოლსონის კაბას (დიზაინერი ბრენდონ მაქსველი). კრიტიკოსების შეფასებით, ფერი ლამაზი იყო, ქვედაბოლოც და ყელსაბამიც, თუმცა კაბის ზედა ნაწილი ყველაფერს აფუჭებდა.

 

 

 

 

„ვარდისფერი ღამის კოშმარი“- ასე შეფასდა ლინდა კარდელინის კაბა (დიზაინერი შაპარელი).

 

 

 

 

გემა ჩანის ვარდისფერი კაბა კი საბანს შეადარეს (დიზაინერი ვალენტინო).

 

 

 

 

ოსკარის წლევანდელი წითელი ხალიჩის ცუდად ჩაცმულებს შორის მოხვდა მსახიობი ემა სტოუნიც. მოდის კრიტიკოსებმა ლუი ვიტონის კაბა მიკროტალღურ ღუმელში გასაცხელებელ პიცას მიამსგავსეს.

 

 

 

 

მონაზვნის სამოსს შეადარეს რეიჩელ ვეისის კაბა (დიზაინერი ჟივანში).

 

 

 

 

მაია რუდოლფის კაბა კი გადატვირთულად შეფასდა. 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი