logo_geo
49 წლის ჯენიფერ ლოპესი მეხუთედ დაინიშნა
- +

11 მარტი. 2019. 18:39

 

 

ჯენიფერ ლოპესმა 49 წლის ასაკში მეოთხედ გათხოვება გადაწყვიტა. მომღერალს ხელი  მისმა სასიყვარულო პარტნიორმა, ცნობილმა ბეისბოლისტმა ალექს როდრიგესმა სთხოვა.

 

ეს ჯენიფერ ლოპესისთვის რიგით მეხუთე ნიშნობაა.

 

როდრიგესმა მომღერალს ხელი ტროპიკული შვებულების დროს, დიდი ზომის ბრილიანტის ბეჭდით სთხოვა. იუველირების შეფასებით, ბეჭდის ღირებულება 1 მილიონიდან 5 მილიონამდე დოლარში მერყეობს.

 

ჯენიფერ ლოპესი სამჯერ იყო გათხოვილი. მისი ბოლო მეუღლე მომღერალი მარკ ენტონი გახლდათ, რომელთანაც ლოპესს 10 წლის ტყუპი ჰყავს.

 

49 წლის ვარსკვლავი დანიშნული იყო მსახიობ ბენ აფლეკზეც, თუმცა ისინი არ დაქორწინებულან.

 

ხუთივე ნიშნობის დროს, ლოპესმა საყვარელი მამაკაცებისგან ბრილიანტის ბეჭდები მიიღო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი