ემილია კლარკს აქვს პოტენციალი, გახდეს ჰოლივუდის სახე. ბრიტანელმა მსახიობმა სარეკლამო რგოლშიც მოსინჯა საკუთარი ძალები და „D & G“-ს ახალი სუნამოს „The Only One“-ის სახე გახდა. საზოგადოებაში ემილიამ ადგილი „სამეფო კარის თამაშებში“ „დრაკონების დედის“ როლის შესრულებით დაიმკვიდრა, რომელმაც მას ძალიან მცირე დროში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოუტანა.
ბრიტანელი მსახიობი და ახლა უკვე „D & G“-ს სახე, სარეკლამო რგოლში შავ მაქმანის კაბაში გამოჩნდა, იტალიური პოპ-სიმღერის „Quando, Quando, Quando“ შესრულებით, რამაც მის მუსიკალურ ნიჭსაც გაუსვა ხაზი და მისი პოპულარობა ორმაგად გაზარდა.