logo_geo
„დრაკონების დედა“ ამღერდა
- +

16 მარტი. 2019. 18:37

 

ემილია კლარკს აქვს პოტენციალი, გახდეს ჰოლივუდის სახე. ბრიტანელმა მსახიობმა სარეკლამო რგოლშიც  მოსინჯა საკუთარი ძალები და „D & G“-ს ახალი სუნამოს „The Only One“-ის სახე გახდა. საზოგადოებაში ემილიამ ადგილი  „სამეფო კარის თამაშებში“ „დრაკონების დედის“ როლის შესრულებით დაიმკვიდრა, რომელმაც მას ძალიან მცირე დროში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოუტანა.

 

ბრიტანელი მსახიობი და ახლა უკვე „D & G“-ს  სახე, სარეკლამო რგოლში შავ მაქმანის კაბაში გამოჩნდა, იტალიური პოპ-სიმღერის „Quando, Quando, Quando“ შესრულებით, რამაც მის მუსიკალურ ნიჭსაც გაუსვა ხაზი და მისი პოპულარობა ორმაგად გაზარდა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი