logo_geo
ლაშა ტალახაძე: ჩემმა გარეგნობამ საყვარელი ქალი მაპოვნინა
- +

23 მარტი. 2019. 20:00

 

 

სად გაატარა თაფლობის თვე ლაშა ტალახაძემ და არის თუ არა ის რომანტიული ადამიანი - ამასთან დაკავშირებით ოლიმპიური ჩემპიონი ჟურნალ „თბილისელებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„თაფლობის თვე მალდივებზე გავატარეთ, თუმცა ჭორები იმის შესახებ, რომ საგზურები მალდივებზე ჩემმა სპორტსმენმა მეგობარმა მაჩუქა, ტყუილია. უბრალოდ, მინდოდა, თაფლობის თვის გასატარებლად ისეთ ადგილას წავსულიყავით, სადაც ანას მოეწონებოდა. ჩვენი ხარჯებით გავემგზავრეთ ერთკვირიან მოგზაურობაში და მესამე დღეს უკვე უკან მინდოდა გამოქცევა. მართალია, მალდივებზე ძალიან ლამაზი გარემოა, მაგრამ სხვაგან დიდი ხნით ვერ ვჩერდები. ჩემს სამშობლოში დაბრუნება მერჩივნა.

 

რომანტიული არ ვარ. ჩემს მუღლეს სუსტი ბიჭები არ მოსწონს და ალბათ, რომ დამინახა ასეთი ბრგე და ახოვანი, ამან მოხიბლა. ასე რომ, ჩემმა გარეგნობამ საყვარელი ქალი მაპოვნინა, თუმცა ამასთან ერთად ჩემმა წარმატებულმა სპორტულმა კარიერამაც შემიწყო ხელი“,- აღნიშნავს ლაშა ტალახაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი