logo_geo
გურამ შეროზია: თავიდან იყო ერთმანეთზე წყენაც, გაბრაზებაც, მაგრამ მალევე მოვახერხეთ, რომ ყველაფერი დაგველაგებინა
- +

7 აპრილი. 2019. 00:17

 

შეინარჩუნა თუ არა კარგი ურთიერთობა გურამ შეროზიამ ყოფილ მეუღლესთან და როგორია ახლა მისი პირადი ცხოვრება - ამ თემაზე ბლოგერი და ტელეწამყვანი ჟურნალ „სარკესთან“ინტერვიუში საუბრობს.

 

„გარკვეული რთული ეტაპები მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემაც გავიარეთ. თავიდან იყო ერთმანეთზე წყენაც, გაბრაზებაც, მაგრამ მალევე მოვახერხეთ, რომ ყველაფერი ცივილიზებულ ჩარჩოებში მოქცეულიყო. რამდენიმე თვეა გაშორებულები ვართ, მაგრამ აქამდე ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდით. სანამ თვითონ არ დავლაგდით და არ დავმშვიდდით, ამ ამბის სააშკარაოზე გამოტანა საჭიროდ არ ჩავთვალეთ.

 

ახლა დასვენების რეჟიმში ვარ. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც თუნდაც ერთი სამსახურიდან როცა მოდის, მაშინვე მეორე სამსახურში მიდის. ყოველთვის მჭირდება დრო იმისათვის, რომ მომხდარი გავაანალიზო, დავისვენო, ახალი გეგმები დავისახო. არსად მეჩქარება, შეიძლება ხვალვე გადავირიო ვიღაცაზე და შეიძლება 2 წელი მარტოობითაც დავტკბე“,- აღნიშნავს გურამ შეროზია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი