logo_geo
ქენდალ ჯენერი Coachella-ს ფესტივალზე ქართული ბრენდის ფეხსაცმლით!
- +

15 აპრილი. 2019. 17:10

 

23 წლის ამერიკელი მოდელი ქენდალ ჯენერი სოციალური ქსელის ერთ-ერთი Influencer-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ყოველი ახალი პოსტი მაგალითად Instagram-ის გვერდზე, გარკვეულ გავლენას ახდენს მის გულშემატკივრებსა და გამომწერებზე. შესაბამისად, ქენდალისა და მისი მსგავსი ადამიანების ამა თუ იმ სამოსში გამოჩენაც გარკვეულ ტრენდს ამკვიდრებს საზოგადოებაში. როგორც ცნობილია, მოდელი კარდაშიანების ოჯახის ის წევრია, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველაზე ხშირად შეგვინიშნავს ქართული ბრენდის აქსესუარებითა თუ სამოსით. ამჯერად კი, ის მუსიკალურ ფესტივალ Coachella-ზე ქართული წარმოების ფეხსაცმლით შენიშნეს.

 

ქენდალ ჯენერმა ფესტივალისთვის თეთრი ჩაცმულობა შეარჩია, მას თეთრი მაისური, ამავე ფერის პერანგი და მოკლე შორტი ეცვა, რასაც ულამაზესი ვერცხლისფერი ჩანთა და ქართული ბრენდის „Zarquacollection“-ის ულამაზესი ბრჭყვიალა ფეხსაცმელი შეუხამა. როგორც ჩანს, მოდელს ფეხსაცმელი ძალიან მოსწონს და მისი ფოტო გულშემატკივრებსაც გაუზიარა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი