logo_geo
სანსა სტარკის როლის შემსრულებელი სოფი ტერნერი გათხოვდა
- +

2 მაისი. 2019. 15:17

 

 

სოფი ტერნერმა და ჯო ჯონასმა იქორწინეს. მსახიობმა და მომღერალმა ქორწილი, ყველასათვის მოულოდნელად, ლას-ვეგაში გადაიხადეს.

 

სანსა სტარკის როლის შემსრულებლის საქორწინო ცერემონიას ელვის პრესლის პაროდისტი უძღვებოდა. ქორწილი სულ 600$ დაჯდა.

 

სოფი ტერნერისა და ჯო ჯონასის ქორწილი ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გაიმართა. მსახიობისა და მომღერლის შეუღლების მოწმეები სწორედ დაჯილდოების ნომინანტები და ოჯახის წევრები იყვნენ.

 

მსახიობი სოფი ტერნერი 23 წლისაა, მისი რჩეული კი 29-ის. წყვილი 2017 წლის ოქტომბერში დაინიშნა.

 

 

big_banner
არქივი