logo_geo
მექსიკურმა ტელეარხმა პრინცი არჩი ჰარი სტაილზის შვილად გამოაცხადა
- +

11 მაისი. 2019. 13:51

 

მექსიკაში ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას პირველი შვილი არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი მომღერალ ჰარი სტაილზის შვილად შეცდომით დაასახელა. ამის შესახებ „Daily Mail“ წერს.

 

მანამდე სამეფო ოჯახმა შეცდომით არჩის მშობლებად პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი  ახალშობილის ოფიციალურ ვებგვერდზე დაასახელა.

 

პრინც ჰარის მეუღლემ მეგან მარკლმა ლონდონში პორტლენდის საავადმყოფოში იმშობიარა. წყვილს ვაჟი 6 მაისს შეეძინა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი