logo_geo
მარიამ ნადირაძე: გრანდიოზულ ქორწილს არ ვგეგმავთ
- +

25 მაისი. 2019. 21:05

 

„ერთ-ერთი სიმღერისას, რომელიც მე ძალიან მიყვარს, გიორგიმ ხელი მთხოვა“, - ამის შესახებ მსახიობი მარიამ ნადირაძე ჟურნალ „სარკესთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ნოემბერში წავედით გერმანიაში. ჩვენი მეგობარი ცხოვრობს იქ, მე და გიორგი ჩვენი საყვარელი ჯგუფის კონცერტზე დაგვპატიჟა. ერთ-ერთი სიმღერისას, რომელიც მე ძალიან მიყვარს, გიორგიმ ხელი მთხოვა.

 

დაქორწინებას რაც შეეხება, გრანდიოზულ ქორწილს არ ვგეგმავთ. ესეც თავისით მოხდება. რაღაც მომენტი დადგება, როცა ჩავთვლით საჭიროდ, რომ ამ ურთიერთობას ოფიციალური სახე მივცეთ“, - აღნიშნა მარიამ ნადირაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი