logo_geo
მაკა ჩიჩუა: გლამურული არასდროს ვყოფილვარ...
- +

30 მაისი. 2019. 14:39

 

 

„პირველი ლედობის პერიოდშიც ბევრ ოფიციალურ შეხვედრაზე ჩემი შექმნილი სამოსი მეცვა“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„გლამურული არასდროს ვყოფილვარ, უფრო აკადემიური ვარ ჩაცმულობაში. უბრალოდ ვცდილობ, კლასიკურ სამოსში ყოველთვის შევიტანო პატარა მოხულიგნო ელემენტი აქსესუარის სახით. მიღებებზე აკადემიური სტილი მიყვარს, ცხოვრებაში - სპორტული. ექსტრავაგანტურობა არასდროს მომწონდა: ბავშვობიდან მეუბნებოდნენ, რომ კარგი გემოვნება მქონდა და კარგად ვიცვამდი. ბევრ სამოსს დღემდე თვითონ ვიგონებ. პირველი ლედობის პერიოდშიც ბევრ ოფიციალურ შეხვედრაზე ჩემი შექმნილი სამოსი მეცვა. ეს პროცესი ძალიან მიყვარს. ძირითადად მაინც დათუნა სულიკაშვილის სამოსი მეცვა. ჩვენ ისე შევხმატკბილდით, ორი სიტყვით გვესმოდა ერთმანეთის. ყოფილა შემთხვევა, შეთანხმების გარეშე ისეთი კოსტიუმი დაუხვედრებია, აღფრთოვანებული დავრჩენილვარ. ბევრჯერ მიმიღია კომპლიმენტი ისეთ კაბაზე, რომელიც ჩემი შექმნილი ყოფილა და ქსოვილიც თბილისის მაღაზიებში მიყიდია. ყველა თვლიდა, რომ რომელიმე ცნობილი დიზაინერის კაბა მეცვა. ვფიქრობ, ჩემგან კარგი დიზაინერი გამოვიდოდა და დღემდე მაქვს მოთხოვნილება, ტანსაცმელი ვაკეთო, მაგრამ ამას კიდევ სხვა ძალა სჭირდება. ორი ბავშვის პირობებში ტელევიზიაში გამოსვლაც რომ მოვახერხე, ესეც დიდი მიღწევაა“, - აღნიშნავს მაკა ჩიჩუა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი