logo_geo
თაკო ნაცვლიშვილი რეკლამაში ჯულია რობერტსთან ერთად გადაიღეს
- +

30 მაისი. 2019. 15:13

 

ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი და ჰოლივუდის მეგავარსკვლავი ჯულია რობერტსი თეთრეულისა და საცურაო კოსტიუმების ბრენდ „Calzedonia“-ს ახალ რეკლამაში ერთად მონაწილეობენ.

 

ინფორმაციას ამის შესახებ თაკო ნაცვლიშვილის დედა ავრცელებს და წერს, რომ სარეკლამო რგოლი ივნისის ბოლოს გამოვა.

 

„Bonjour, Julia!!! ამ ტექსტით იწყება თაკო ნაცვლიშვილის და ჯულია რობერტსის დიალოგი ბრენდ „Calzedonia“-ს სარეკლამო ვიდეორგოლში, რომელიც ივნისის ბოლოს გავა და საფრანგეთის მასშტაბით იტრიალებს“- წერს ნინო ცქიტიშვილი.

 

 

„ოსკარის“ მფლობელი ლეგენდარული მსახიობი უკვე სამ წელზე მეტია, რაც იტალიური ბრენდის სახეა და ხშირად ჩნდება მათ რეკლამებშიც.

 

 

 

big_banner
არქივი