logo_geo
შვიდი ქალი, რომელთანაც ბრედლი კუპერს რომანი ჰქონდა
- +

8 ივნისი. 2019. 13:13

 

მას შემდეგ რაც ამერიკელი მსახიობი ბრედლი კუპერი რუს მოდელ ირინა შეიკს დაშორდა, მისი პირადი ცხოვრება განსაკუთრებით აქტუალური გახდა. Yahoo-მ მოამზადა მასალა იმ 7 ქალზე, რომელთანაც ჰოლივუდის ვარსკვლავს რომანი ჰქონდა.

 

სიაში პირველი ჯენიფერ ესპოსიტოა, რომელთან ერთადაც კუპერი საჯაროდ 2006 წელს გამოჩნდა, წყვილი იმავე წელს დაქორწინდა. თუმცა, ბრედლი კუპერის ცოლმა განქორწინებაზე განაცხადი ქორწინებიდან 4 თვეში შეიტანა. მათ დღემდე ცუდი ურთიერთობა აქვთ.

 

 

 

მეორე ქალი, ვისთანაც ბრედლი კუპერს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, მსახიობ ჯორდანა ბრევსტერის უმცროსი და იზაბელაა. მათი რომანის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. როგორც ჩანს, წყვილის სიყვარული არც ისე ძლიერი იყო.

 

 

 

მსახიობ ბრედლი კუპერს რომანი ჰქონდა ასევე მსახიობ რენე ზელვეგერთანაც. წყვილი 2009-2011 წლებში ხვდებოდა. დაშორების მიზეზად ორივე მსახიობის დატვირთული რეჟიმი დასახელდა. მათი ურთიერთობა რენეს ოჯახის დანგრევიდან მალევე დაიწყო.

 

 

როგორც ტაბლოიდები წერენ, კუპერს ხანმოკლე რომანი ჰქონდა მომღერალ ჯენიფერ ლოპესთანაც. ლაპარაკია 2011 წლის შემოდგომაზე, როდესაც წყვილი რამდენჯერმე საჯაროდ ერთად დააფიქსირეს. ამ დროს ლოპესი თავის ქმარ მარკ ენტონისთან ახალი გაყრილი იყო. ისინი მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

 

 

2011-2012 წლებში ბრედლი კუპერი მსახიობ ზოე სალდანას ხვდებოდა. ამ დროს ისინი ფილმში „The Words“ ერთად გადაიღეს. თუმცა, მათი რომანიც ხანმოკლე აღმოჩნდა. 2013 წელს ზოე იტალიელ მსახიობ მარკო მერეგოზე საიდუმლოდ გათხოვდა.

 

 

ბრედლი კუპერის საყვარელი ქალების სიაში მოხვდა ბრიტანელი მსახიობი და მოდელი სუკი ვატერჰაუსი. 17-წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად ორი წლის განმავლობაში 2013-2015 წლებში ერთად იყვნენ. დაშორების მიზეზი ის გახდა, რომ ბრედლი უფრო სერიოზული ურთიერთობისთვის იყო მზად, 23 წლის სუკის კი დაოჯახება არ სურდა.

 

 

ამ ეტაპზე ბოლო ქალი, რომელთანაც ჰოლივუდის ვარსკვლავ ბრედლი კუპერს რომანი ჰქონდა, რუსი მოდელი ირინა შეიკია. თუმცა, 4-წლიანი რომანის შემდეგ რუსი მოდელი ირინა შეიკი და ამერიკელი მსახიობი ბრედლი კუპერი დაშორდნენ. 33 წლის შეიკსა და 44 წლის კუპერს 2 წლის ქალიშვილი ჰყავთ.

 

შეიკისა და კუპერის ურთიერთობა 2015 წლის აპრილში დაიწყო. გასულ წელს ბრედლი კუპერისა და მომღერალ ლედი გაგას ერთობლივი ფილმის „ვარსკვლავის დაბადების“ გამოსვლის შემდეგ ტაბლოიდები წერდნენ, რომ კუპერი შეიკს ლედი გაგასთან ღალატობს. თუმცა ეს ჭორები ლედი გაგამ უარყო.

 

თავის მხრივ, ფილმის გამოსვლიდან მალევე, ლედი გაგამ თავისი ქორწილიც ჩაშალა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი