logo_geo
როგორ ტოვებს ირინა შეიკი ბრედლი კუპერის სახლს
- +

8 ივნისი. 2019. 17:58

 

რუსმა მოდელმა ირინა შეიკმა მსახიობ ბრედლი კუპერის სახლი დატოვა. მას ხელში სამგზავრო ჩანთა ეკავა. ამის შესახებ „Dailymail“ წერს.

 

ამავე ცნობით, ირინა შეიკი ლოს-ანჯელესის აეროპორტში წავიდა, საიდანაც მედიისთვის უცნობი მიმართულებით გაფრინდა.

 

ბრედლი კუპერსა და რუს მოდელ ირინა შეიკს რომანი ჰქონდათ. თუმცა, 4-წლიანი სიყვარულის შემდეგ დაშორდნენ. 33 წლის შეიკსა და 44 წლის კუპერს 2 წლის ქალიშვილი ჰყავთ.

 

შეიკისა და კუპერის ურთიერთობა 2015 წლის აპრილში დაიწყო. გასულ წელს ბრედლი კუპერისა და მომღერალ ლედი გაგას ერთობლივი ფილმის „ვარსკვლავის დაბადების“ გამოსვლის შემდეგ ტაბლოიდები წერდნენ, რომ კუპერი შეიკს ლედი გაგასთან ღალატობს. თუმცა ეს ჭორები ლედი გაგამ უარყო.

 

თავის მხრივ, ფილმის გამოსვლიდან მალევე, ლედი გაგამ თავისი ქორწილიც ჩაშალა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი