ლაშა ჯაფარიძე, პირველი მამაკაცი მოდელი იყო საქართველოში, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა დიზაინერების ჩვენებებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.
თავად ჰყვება, რომ 16 წლის იყო, როდესაც მაღაზიაში შეხვდა ეკა არჩვაძე. ის საქართველოში ერთ-ერთი პირველი გოგო იყო, რომელიც სარეკლამო ბილბორდზე გამოჩნდა. ეკამ ურჩია, სამოდელო სფეროში ეცადა ბედი.
რატომაც არა? - ეს გართობის კარგ საშუალებად მიაჩნდა. ასე მოხვდა პირველად ნატალი სამადაშვილთან. კასტინგი მის დაბადების დღეს დაემთხვა.
ისევე, როგორც მაშინდელი თაობის ყველა მოდელი, მისი პირველი ჩვენებაც მაკა ასათიანს უკავშირდება.