logo_geo
„მან თქვა კი“ - გუფიმ ქორწილი დაანონსა
- +

14 ივნისი. 2019. 01:29

 

 

რეპერმა გუფიმ, რომელსაც, მომღერალ ქეთა თოფურიასთან რომანი აქვს, სოციალურ ქსელში საკუთარი ქორწილი დააანონსა. რეპერმა Instagram-ზე კლასიკურ პიჯაკსა და შარვალში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დაურთო მინაწერი - „მან თქვა - კი“.

 

 

ამასთან, მომღერალმა საცოლის ვინაობა არ დაასახელა. ფოტოს კომენტარებში რეპერის გამომწერებმა ივარაუდეს, რომ გუფის საცოლე სწორედ ქეთა თოფურიაა.

 

შეგახსენებთ, რომ გუფისა და ქეთას რომანის შესახებ ინფორმაცია პირველად 2017 წლის დასაწყისში გავრცელდა, თუმცა 2019 წელს მედია წერდა, რომ მომღერლები ერთმანეთს დაშორდნენ. მიმდინარე წლის აპრილში რუსული ტაბლოიდური გამოცემები წერდნენ, რომ გუფი და ქეთა ისევ ერთად არიან.

 

 

big_banner
არქივი