ცოტა ხნის წინ მოდელმა ნანუკამ გოგჩაიშვილმა და ნიკა ნაყოფიამ იქორწინეს. წყვილ მა ქორწილი ვიწრო წრეში გადაიხადა.
ნანუკას მეუღლე ნიკა ბიზნესმენ კობა ნაყოფიას ვაჟია. მათ ოჯახს უკავშირდება „მადნეულისა და „კვარციტის“ აქციები. ნიკა ნაყოფია 19 წლის ასაკიდან „კვარციტის“ კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა და მისი შემოსავალი თვეში 220 000 ლარს შეადგენდა, რაც ამ თანამდებობისთვის ქვეყანაში უპრეცედენტო შემოსავალი გახლდათ.
ეს ნიკას პირველი ქორწინება არ ყოფილა, მანამდე მას ცოლად „მის საქართველო 2008“ ხათუნა სხირტლაძე ჰყავდა.