logo_geo
ანუკი არეშიძე: ცრემლები მომდის... - კახა კალაძის მეუღლის ულამაზესი წვეულება და სახელდახელოდ მოწყობილი ლიმონის ხეივანი
- +

3 ივლისი. 2019. 01:52

 

თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლემ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ დაბადების დღე წყნეთში გადაიხადა.

სპეციალურად ამ დღისთვის მისი სახლის ეზოში ლიმონის ხეივანი გააკეთეს, რომელშიც სტუმრებისთვის სუფრა გაიშალა.

მუსიკალურ ნაწილზე, ანსამბლმა "შვიდკაცამ" იზრუნა, რომელმაც დეპუტატ ბექა ოდიშარიას ცოლთან, მაკუნა გამცემლიძესთან ერთად გიტარის თანხლებით ქალაქური სიმღერები შეასრულა.

 

ანუკიმ ინსტაგრამზე თაყვანისმცემლებსაც მიმართა:

 

"თუ რამე გამიკეთებია ცხოვრებაში, ყველაფერი თქვენით! თქვენი სიყვარული ატრიალებს ჩემს დედამიწას და ჩემს სამყაროს! მიყვარხართ ძალიან! ვკითხულობ ამდენ წერილებს და ცრემლები მომდის ( ასაკიც) ,არვიცი რითი დავიმსახურე ამხელა დადებითი ენერგია, ამხელა სიყვარული,ამხელა სიკეთე რასაც თქვენ მე მჩუქნით...ღმერთს ვუყვარვარ თქვენ რომ მყევხართ! ჩემი უდიდესი სურვილია ყველას შეგხვდეთ და ჩაგეხუტოთ, მიყვარხართ...

 

პ.სექტემბერში დავგეგმოთ ერთი დიდი შეხვედრა, სადაც მეც გაჩუქებთ სიყვარულს და ლამაზ რაღაცეებს მაგას მოვიფიქრებ კარგადმოემზადეთ" - წერს ანუკი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი