logo_geo
ცირა კობიაშვილი: პოპულარობა და ყურადღება მსიამოვნებს
- +

7 ივლისი. 2019. 02:48

 

„არ მიყვარს, როცა ადამიანი პირში გიცინის და ზურგს უკან მიწას გითხრის“, -  ამის შესახებ მომღერალი ცირა კობიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ხალხის მზერა  ხანდახან დისკომფორტს მიქმნის, თუმცა, როცა ყურადღების ცენტრში ვარ, მსიამოვნებს. სხვათა შორის, ძალიან მარტივად ვიღებ თვალს და ავი მზერის შედეგისაც მჯერა. ზოდიაქოთი ლომი ვარ, მანქანაში გიშრისა და ჩემი ზოდიაქოს ქვებისგან აწყობილი თილისმა მიკიდია და მჯერა, რომ ის მიცავს. შეიძლება, ადამიანი მზერას რომ მაყოლებს, ცუდი თვალი არ აქვს, მაგრამ ეს დისკომფორტს მიქმნის. შეიძლება, ისეთი თვალითა და ენერგეტიკით შემომხედოს ადამიანმა, დავიძაბო, ავფორიაქდე და თუ საჭესთან ვარ, საავარიო სიტუაცია შევქმნა. ამიტომ, ვცდილობ, ჩემ გარშემო ისეთი სივრცე შევქმნა, თავი დავიცვა და ცუდი მზერის უარყოფითი შედეგები ავისხლიტო. ასე რომ, პოპულარობა და ყურადღება მსიამოვნებს, მაგრამ როგორც კი ამ პოპულარობასა და ყურადღებას დისკომფორტი მოაქვს, ვიძაბები. ბევრი სოციალურ ქსელში ნეგატიურ რაღაცებს მწერს და ესეც მოქმედებს. არც ის მიყვარს, როცა ადამიანი პირში გიცინის და ზურგს უკან მიწას გითხრის. ეს ძალიან მოქმედებს და ამის დასაძლევად ვსწავლობ ,როგორ შევინარჩუნო შინაგანი სიმშვიდე“, - აღნიშნავს ცირა კობიაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი