logo_geo
მედია: ლედი გაგა ბრედლი კუპერის სახლში ცხოვრობს
- +

13 ივლისი. 2019. 17:41

 

 

ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა ბრედლი კუპერის ნიუ-იორკში მდებარე სახლში ცხოვრობს. ინფორმაციას ამის შესახებ კუპერის ერთ-ერთ მეგობარზე დაყრდნობით ტაბლოიდური გამოცემა წერს.

 

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ლედი გაგამ კუპერის სახლში საკუთარი ნივთების ნაწილი უკვე გადაიტანა.

 

„ბრედლი ძალიან სერიოზული და ურთიერთობებზე ორიენტირებული კაცია და არანაირი ეჭვი არაა, რომ მათ ერთმანეთი უყვართ. ერთად ცხოვრება მორიგი ლოგიკური ნაბიჯი იყო, მათ უკვე არაფერი აფერხებთ. ისინი ისედაც მედიის ყურადღების ცენტრში არიან და ურთიერთობების შესახებ ღიად საუბარი არ სურთ“, - აცხადებს გამოცემის წყარო.

 

 

ბრედლი კუპერსა და რუს მოდელ ირინა შეიკს რომანი 4 წლის განმავლობაში ჰქონდათ. თუმცა დაშორდნენ. 33 წლის შეიკსა და 44 წლის კუპერს 2 წლის ქალიშვილი ჰყავთ.

 

შეიკისა და კუპერის ურთიერთობა 2015 წლის აპრილში დაიწყო. გასულ წელს ბრედლი კუპერისა და მომღერალ ლედი გაგას ერთობლივი ფილმის „ვარსკვლავის დაბადების“ გამოსვლის შემდეგ ტაბლოიდები წერდნენ, რომ კუპერი შეიკს ლედი გაგასთან ღალატობს.

 

მიმდინარე წლის ივლისში მედია წერდა, რომ ლედი გაგა ბრედლი კუპერისგან ბავშვს ელოდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი