logo_geo
ინგლისის მომავალი მეფე 6 წლის გახდა
- +

22 ივლისი. 2019. 12:53

 

კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის პირველი შვილი, პრინცი ჯორჯი 6 წლის გახდა და სამეფო ოჯახმა ტრადიციულად ქეით მიდლტონის გადაღებული სურათები გამოაქვეყნა.

 

სურათებში, რომლებიც კენსინგტონის სასახლის ეზოშია გადაღებული, მას ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მაისური აცვია. ერთ-ერთ ფოტოში კი ის საოჯახო არდადეგებზე იმყოფება.

 

ჯორჯი ბაბუის, პრინცი ჩარლზისა და მამის, პრინცი უილიამის შემდეგ, რიგით მესამეა, რომელსაც სამეფო გვირგვინი შესაძლოა ერგოს. ის 2013 წლის 22 ივლისს დაიბადა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ივლისის დასაწყისში პატარა პრინცს როჯერ ფედერერმა ჩოგბურთის გაკვეთილები ჩაუტარა. სპორტსმენის თქმით, პრინცი საყვარელი და ნიჭიერია. პრინცი ჯორჯი ტომას ბათერსის სკოლაში სწავლობს და სექტემბრიდან მეორე კლასში გადადის.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი