logo_geo
მივხვდი, რომ ვიღაც ბავშვი იტყუებოდა - როგორ „დაამტკიცა“ როლზე ლელა წურწუმია 16 წლის პოლიგლოტმა
- +

17 აგვისტო. 2019. 02:37

 

 

ძალიან საინტერესოდ სახალისო ამბავია: ყველას გახსოვთ, მარტში რა ხმაურით გავრცელდა ინფორმაცია ლელა წურწუმიას თურქულ სერიალში იღებენო. „დიდებული საუკუნე - დაუმორჩილებელ სულთნებში“ ლელას რაჰიმენ პრესტუ დადიანის როლი უნდა განესახიერებინა, სამეგრელოს მამამთავრის, ლევან მეორე დადიანის ქალიშვილის როლი. მაშინ „პრაიმტაიმმა“ მომღერლის მეუღლე და პროდიუსერი, კახა მამულაშვილი ჩაწერა, რომელმაც გვითხრა, რომ მოლაპარაკებას აწარმოებს თურქულ მხარესთან, იმ შემთხვევაში, თუ თურქულ მხარესთან მოლაპარაკება შედგება და ორივე მხარე შეთანხმებას მიაღწევს, ლელა ნამდვილად ითამაშებს ახალ თურქულ სერიალში.

 

„ჩემთან მოლაპარაკებას თურქული კინოკომპანიიდან  თურქი ქალბატონი აწარმოებს. უკვე ექვსჯერ დამირეკა. ლელა წურწუმია ძალიან მოგვწონს, ვნახეთ ფოტოები, ვიდეორგოლები და თანამშრომლობა გვსურსო. შეხვედრა მაისში, ბათუმშია დაგეგმილი. მკითხეს, ლელა წინააღმდეგი ხომ არ იქნებაო? არა-მეთქი. შეთანხმებას თუ მივაღწევთ, რატომაც არა. წინააღმდეგი არ ვარ. „დიდებული საუკუნის“ ყველა სერია მაქვს ნანახი. ყოველთვის მინდოდა ლელას ისტორიულ ფილმში ეთამაშა. თუ მაქამდე მიდგა საქმე, ლელა სიამოვნებით დათანხმდება“, - გვითხრა „მამულიჩამ“ 25 მარტს.

 

მაისში ბათუმში ჩანიშნული შეხვედრა არ შემდგარა. „პრაიმტაიმმა“ ამ პროექტის ავტორი, 16 წლის ოზურგეთელი პოლიგლოტი - დავით ჯიჯეიშვილი იპოვა. მან ჩვენთან საუბარში თქვა, რომ თვითონ არის სცენარის ავტორი, ქართველი ქალბატონები როლებზე სწორედ მან შეარჩია, მაგრამ პროექტი ჩაიშალა, რადგანაც რუსეთმა, რომელიც კო-პროდუქციის წევრი იყო, პროექტზე უარი თქვა. ლელას გარდა როლებზე დამტკიცებულნი იყვნენ - ნინო ლეჟავა, თათა ჯაში, ნანუკა სტამბოლიშვილი... ყველა თვლის, რომ დავითი იტყუებოდა.

 

კახა მამულაშვილი: - არ ვიცი, ვინ მეკონტაქტებოდა. მივხვდი, რომ იტყუებოდა ვიღაც ბავშვი. თავიდანვე არასერიოზულად მივიღე. მერე დაიწერა. მეტი არაფერი ვიცი.

 

- მახსოვს, ჩემს ინტერვიუში თქვი, თურქულ მხარეს მოსალაპარაკებლად მაისში უნდა შეხვედროდი...

 

-  თავიდან დაიწყო საქმიანი წინადადებით, მერე მივხვდი, რომ იტყუებოდა და ჩავხსენი ეგ თემა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი