logo_geo
გიორგი ბახუტაშვილი: შეყვარებული აბსოლუტურად ყველაფრის ძალას ვხედავ ჩემს თავში
- +

20 აგვისტო. 2019. 02:47

 

 

გიორგი ბახუტაშვილის მეუღლე, თაკო შოშიაშვილი “ფეისბუქზე” ახალ ფოტოს აქვეყნებს წარწერით -  I Love U So. გიორგის და თაკოს ქორწინება ხუთ წელიწადს ითვლის. მათი ქორწინების შესახებ პირველად „პრაიმტაიმის“ მკითხველმა გაიგო. 2014 წლის 22 აპრილს დაქორწინებულმა მსახიობმა ახალშერთულ მეუღლესთან ერთად მოგვცა ინტერვიუ. მაშინ თაკო გიორგის ასე ახასიათებდა. 

 

თაკო შოშიაშვილი: – გიორგი ძალიან უკომპლექსოა და გულწრფელი და ამან მომხიბლა. თავისუფალი ადამიანია. ყველაფერი მიხარია და სხვანაირად ვუყურებ. გიორგიმდე დეპრესიული ვიყავი. ემოციური ვარ და ძალიან მოქმედებს ჩემზე ყველაფერი. ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ.

 

გიორგი: – თაკოს ეს ლეგენდა უყვარს. ღმერთი ადამიანზე გაბრაზდა და ის ორ ნაწილად გაყო. მას შემდეგ ეს ნაწილები დადიან და მუდმივად ერთმანეთის ძიებაში არიან. თაკოსაც მიაჩნდა, რომ ძალიან ბედნიერი იყო ის ადამიანი, ვინც თავის მეორე ნახევარს იპოვიდა. ახლა უკვე დავწრმუნდით, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ და სიმშვიდეც მოვიდა. შეყვარებული აბსოლუტურად ყველაფრის ძალასა და რესურსს ვხედავ ჩემს თავში.

 

თაკო: – სრულყოფილი გავხდი, შევივსე.

 

წყარო: primetime.ge

 

 

big_banner
არქივი