ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი მეშვიდე ცოლს გაშორდა, - ამის შესახებ People წერს.
85 წლის წამყვანმა 59 წლის ცოლთან ურთიერთობა 22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაასრულა. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს. გამოცემის ცნობით, მათ ლოს-ანჯელესის სამხარეო სასამართლოს უკვე მიმართეს.
ლარი კინგი აშშ-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჟურნალისტია. კინგმა 2010 წლის დეკემბერში ტელეარხი CNN-ი დატოვა, სადაც მას 25 წლის განმავლობაში თოქ-შოუ Larry King Live მიჰყავდა.