ცნობილ წყვილს, გერმანელ ფეხბურთელ ბასტიან შვაინშტაიგერსა და სერბ ყოფილ ჩოგბურთელ ანა ივანოვიჩს შვილი შეეძინათ. ამის შესახებ ცოლ-ქმარმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ეს მათი მეორე საერთო შვილია. პირველი შვილი წყვილს 2018 წლის 19 მარტს შეეძინა.
„ჩვენი გული სავსეა სიხარულით. კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში, ბიჭო"- წერს შვაინშტაიგერი Twitter-ზე. ანალოგიური პოსტი ანა ივანოვიჩმაც გამოაქვეყნა.