სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია შესაძლოა საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდნენ. ამის შესახებ გამოცემა „Sun“ იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰარის მამის მიერ შეთავაზებული ჰერეფორდშირის საგრაფო საცხოვრებლად არ მოსწონს, რის გამოც წყვილი ლოს-ანჟელესში აპირებს გადასახლებას. კენსინგტონის სასახლეს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 19 მაისს დაქორწინდნენ.