logo_geo
კირა ნაითლის მეორე ბავშვი შეეძინა
- +

14 სექტემბერი. 2019. 17:01

 

ბრიტანელ მსახიობ კირა ნაითლის მეორე ბავშვი შეეძინა. პაპარაცებმა ის ქმართან -მუსიკოს ჯეიმს რაიტონთან სეირნობის დროს შენიშნეს.

 

წყვილს ეტლით ბავშვი მიჰყავდა. ბავშვის სქესი და დაბადების თარიღი ამ დრომდე უცნობია.

 

გამოცემა „Daily Mail“-მა 2019 წლის აგვისტოში ცნობილი მსახიობის, ორსული კირა ნაითლის სურათები გამოაქვეყნა. მსახიობის ორსულობის შესახებ მაისში გახდა ცნობილი.

 

კირა ნაითლი და „Shock Machine“-ის როკერი ჯეიმს რაიტონი 2013 წელს დაქორწინდნენ და წყვილს პირველი შვილი 2015 წელს ეყოლა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი