ბრიტანელ მსახიობ კირა ნაითლის მეორე ბავშვი შეეძინა. პაპარაცებმა ის ქმართან -მუსიკოს ჯეიმს რაიტონთან სეირნობის დროს შენიშნეს.
წყვილს ეტლით ბავშვი მიჰყავდა. ბავშვის სქესი და დაბადების თარიღი ამ დრომდე უცნობია.
გამოცემა „Daily Mail“-მა 2019 წლის აგვისტოში ცნობილი მსახიობის, ორსული კირა ნაითლის სურათები გამოაქვეყნა. მსახიობის ორსულობის შესახებ მაისში გახდა ცნობილი.
კირა ნაითლი და „Shock Machine“-ის როკერი ჯეიმს რაიტონი 2013 წელს დაქორწინდნენ და წყვილს პირველი შვილი 2015 წელს ეყოლა.