logo_geo
ანჯელინა ჯოლი: დედობა ნიშნავს, გქონდეს სურვილი, რომ შვილი შენზე წინ დააყენო
- +

12 ოქტომბერი. 2019. 19:01

 

 

მსახიობი, 6 შვილის დედა, 44 წლის ანჯელინა ჯოლი საუბრობს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს კარგი დედობა.

 

მსახიობმა ამ თემაზე „Maleficent: Mistress of Evil“-ის კინოჩვენებისთვის გამართული ტურნეს დროს ისაუბრა.

 

ანჯელინა გულწრფელად გვიყვება იმის შესახებ, თუ რას გრძნობდა მაშინ, როცა პირველი შვილი გააჩინა.

 

„ჩვენ, ალბათ, ყველას გვაქვს იდეა, წარმოდგენა იმაზე, თუ როგორია კარგი დედა. მე მქონდა, სანამ დედა გავხდებოდი. ვფიქრობდი, იმისთვის, რომ იყო კარგი დედა, უნდა იყო სრულყოფილი ადამიანი და ეს სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს. დედობა ნიშნავს, გქონდეს სურვილი, რომ შვილი შენზე წინ დააყენო“, - ამბობს ჯოლი.

 

 

ანჯელინამ გასულ კვირასაც ისაუბრა დედობის შესახებ, როცა ის თავის ხუთ შვილთან ერთად ლოს-ანჯელესში „მალეფისენტის“ პრემიერაზე იმყოფებოდა. ანჯელინამ იმ შიშებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დედობას ახლავს თან.

 

„როცა დედა გავხდი, ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს, ვარ საკმარისად კარგი დედა?“ - ამბობს ჯოლი.

 

44 წლის მსახიობი განმარტავს, რომ როდესაც უყურებს, როგორ იზრდებიან შვილები, ეს შესანიშნავია და თან დიდი გამოწვევები ახლავს.

 

 

 

 

„როდესაც შვილები პატარები არიან, თავს უფრო მეტად გრძნობ დედიკოდ, მერე, როცა თინეიჯერები არიან, იწყებ გახსენებას იმისას, თუ როგორი იყავი შენ მათ ასაკში. ხედავ, როგორ მიდიან პანკ-კლუბებში და ინტერესდები, რატომ არ შეიძლება შენც მათთან ერთად წახვიდე იმავე კლუბში. ახლა ის მხიარული ეტაპი მაქვს, როცა თითქოს თავიდან აღმოვაჩინე საკუთარი თავი“, - ამბობს მსახიობი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი